საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ისრაელთან მატჩით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა მესამე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო, ამჯერად 19:9.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბულგარეთი 41:10 დაამარცხა, მეორეში – შვეიცარია, 29:5.
შესარჩევი ეტაპის C ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურები 3 მოგებით საქართველომ და 2 მოგებით ისრაელმა მოიპოვეს.