ინდოეთში სამგზავრო ავიალაინერმა კატასტროფა განიცადა

12 ივნისი 2025, 13:31 385 ნახვა

ინდოეთის ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ მის ერთ-ერთ თვითმფრინავს ინციდენტი შეემთხვა. პოლიციის მონაცემებით, ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდნილ ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა.

კატასტროფა ავიალაინერის აფრენიდან რამდენიმე წამში მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაღუპულები, მაგრამ რამდენიმე მგზავრმა გადარჩენა შეძლო. ბოინგ 787-8 დრიმლაინერი უახლესი მოდელის ავიალაინერია. ეს ამ ტიპის ხომალდის პირველი კატასტროფაა ისტორიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში