ევროკომისიის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ მიღებული ცნობები საგანგაშოა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა ყველა მხარეს დაუყოვნებლივი ესკალაციისა და საპასუხო ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო სწრაფადაა მისაღები ვიდრე ოდესმე.