ოპერაცია „აღმავალი ლომი“ - ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს უტევს

13 ივნისი 2025, 14:54 206 ნახვა

ისრაელი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია, ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ოპერაცია „აღმავალი ლომი“ მიზნად ისახავს ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და სამხედრო შესაძლებლობებზე დარტყმას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ირანს ისრაელისთვის ზიანის მიყენებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს, რისთვისაც ისრაელი უკვე მოემზადა. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნისკენ ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში