საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევა დაიწყო

13 ივნისი 2025, 19:56 143 ნახვა

საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი დაიწყო, რაც კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად 1 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ საპროკურორო საბჭო ავრცელებს.
საბჭოს ცნობით, წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, საპროკურორო საბჭოს წევრებმა, კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატი უნდა წარმოადგინონ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში