ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისინი მზად არიან შეწყვიტონ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები, თუ ისრაელი შეაჩერებს იერიშებს ირანზე. სეიედ აბას არაღჩის თქმით, რომელმაც დარტყმების დაწყების შემდეგ უცხოელ დიპლომატებს პირველად მიმართა, აღნიშნა, რომ ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში ამერიკა პარტნიორია და მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
არაღჩი ხაზს უსვამს, რომ ირანს კონფლიქტის გაფართოება არ სურს და მისი გავრცელება განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონში დიდი სტრატეგიული შეცდომაა.
ამასთან, ისრაელის თავდასხმის შედეგად განადგურებულია ჰუსიტების გენშტაბის უფროსი, ასევე დაიწვა შაჰრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამ ყველაფრის პარალელურად ისრაელი იარაღის საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებ თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, ვიდრე ობიექტზე სარაკეტო თავდასხმას განახორციელებენ.