ქართველი ემიგრანტები ისრაელში

17 ივნისი 2025, 14:10 160 ნახვა

მეოთხე დღეა საქართველოდან ისრაელის და ირანის მიმართულებით ავიამიმოსვლა შეჩერებულია. დღესაც ბათუმისა და თბილისის აეროპორტებიდან დადეგმილი 14 რეისი გაუქმებულია. მათ შორის ერთი დუბაის მიმართულებაა, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით შესრულდეს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს საელჩო ისრაელში.

მოქმედებს ცხელი ხაზი. რაც შეეხება ისრაელში მყოფ ქართველ ემიგრანტებს, ისინი ქალაქში გადაადგილებისგან თავს იკავებენ და ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებს ემორჩილებიან.

საჰაერო იერიშის დროს  ისინი თავს მიწისქვეშა თავშესაფარს აფარებენ. მათი ინფორმაციით, ნაწილობრივ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაწესებულებები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში