გვინდა, განვაახლოთ სამმხრივი მექანიზმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის - თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

17 ივნისი 2025, 15:21 86 ნახვა

გვინდა, განვაახლოთ, გავაცოცხლოთ სამმხრივი მექანიზმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რუმან ქურთულმუშმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

რუმან ქურთულმუშის თქმით, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება.

„დღეს მქონდა პატივი, მივსალმებოდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დელეგაციასთან ერთად. მქონდა ძალიან კონსტრუქციული ორმხრივი შეხვედრა მასთან და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თურქეთის დიდ ეროვნულ კრებაში. ჩვენ ორ ქვეყანას აქვს დიდი ისტორია მეგობრობის, თანამშრომლობის და დღეს ჩვენი შეხვედრით ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ღრმავდება.

რაც შეეხება საპარლამენტო დემოკრატიას, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ურთიერთობებში ჩვენს ორ ქვეყანას შორის. გვქონდა შანსი, შესაძლებლობა, რომ ამაზე გვესაუბრა დღეს, რათა შემდგომში განვავითაროთ, გავაღრმაოთ ჩვენი უკვე არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გავუსვით მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, რომლებიც ორივე პარლამენტში არსებობს. მათი მუშაობა უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, გააღრმაონ თავიანთი თანამშრომლობა. რაც შეეხება ვითარებას, ჩვენ ქვეყანაში მოგვიწია სამმხრივი მექანიზმის თანამშრომლობის გადადება საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის და გვინდა, განვაახლოთ, გავაცოცხლოთ ეს მექანიზმი. წელს ჩატარდეს კვლავაც ეს შეხვედრა და თანამშრომლობის ეს სამმხრივი მექანიზმი აგრეთვე ჩართავს სხვა ქვეყნებსაც კავკასიიდან. ჩვენ შევთანხმდით ამაზე.

ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთობები გრძელდება, ვითარდება ყველა სფეროში. იმედია, მომავალ თვეში საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ვიზიტით თურქეთს. კიდევ უფრო გაღრმავდება ამგვარად ურთიერთობები ქვეყნებს შორის. იმედი მაქვს და სურვილს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო დააჩქარებს და უფრო ინტენსიურს გახდის ჩვენს ურთიერთობებს. ვსარგებლობ ამ საშუალებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის საქართველოსთან“, - განაცხადა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, თურქეთის სახელით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს.

„ყველა საერთაშორისო ფორუმზე ხაზს ვუსვამთ ამ ფაქტს და კიდევ ერთხელ მსურს, გავუსვა ხაზი, რაც შეეხება სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და აგრეთვე თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირის საპარლამენტო ურთიერთობებს, კავშირებს, როგორც თურქეთი“, - აღნიშნა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში