შეხვედრა საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წარმომადგენლებთან

18 ივნისი 2025, 10:59 85 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა მეღვინეობისა და მესაქონლეობის სფეროებში გამოცდილების გაზიარების და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში