ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა.ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებთან ჩამოვარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე სახლები დაზიანდა.
თავდასხმამდე ისრაელის თავდაცვამ გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელი დარტყმის შესახებ.
სამხრეთ ისრაელში, ბეერ-შევასა და მიმდებარე ქალაქებში ისმოდა საჰაერო განგაშის ხმა. ამ დროისთვის მოსახლეობას უკვე შეუძლია თავშესაფრის დატოვება.