ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს მონუმენტური ზიანი მიადგა - ტრამპი

23 ივნისი 2025, 11:09 104 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს, რომლებიც აშშ-ის ბომბდამშენებმა დაბომბეს, „მონუმენტური ზიანი“ მიადგა.

შაბათს 21 ივნისს აშშ-მ 75 ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა, მათ შორის ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები და ორ ათეულზე მეტი ტომაჰავკის რაკეტა ესროლა ირანის სამ ბირთვულ ობიექტს - განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ.

გაეროს ბირთვული მონიტორინგისა და  საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმების შემდეგ ტერიტორიის გარეთ რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი