ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი წრეში ესპანელი პაბლო ლიამა რუისი სამ სეტში 6:3; 4:6; 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის მეორე წრეში 25 ივნისს, ჰონგ კონგის წარმომადგენელ ჩაკ ლამ ვონს შეხვდება.
ამავე ტურნირზე დებიუტი ჰქონდა მეორე ქართველსაც, თუმცა საბა ფურცელაძისთვის ის წარუმატებელი აღმოჩნდა.
ქართველი ჩოგბურთელი შვეიცარიელ დომინიკ სტეფან შტრიკერთან ორ სეტში 3:6; 2:6 დამარცხდა.