საერთაშორისო კონფერენცია

24 ივნისი 2025, 17:57 229 ნახვა

მომავლის ლოჯისტიკა, ინოვაციები, საზღვაო გადაზიდვები- ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის  ფარგლებში მონაწილეებმა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, საზღვაო მიმართულებით გეოპოლიტიკური პროცესების გავლენებზე, მწვანე ეკონომიკაზე, სატრანსპორტო გადაზიდვებსა და ლოჯისტიკაზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ასევე საზღვაო სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, მეცნიერები.

ისინი უკვე მეცხრედ შეიკრიბნენ საერთაშორისი კონფერენციის ფორმატში, რომელიც მეზღვაურთა დღის ფარგლებში იმართება და მას ორგანიზებას ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი უწევს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში