ზელენსკი ევროპის საბჭოში სიტყვით გამოვიდა

26 ივნისი 2025, 10:50 88 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებას პოლიტიკური და სამართლებრივი თანამშრომლობისკენ მოუწოდა, „რათა ყველა რუსი სამხედრო დამნაშავე, მათ შორის პუტინი, მართლმსაჯულების  წინაშე წარდგეს“.

ზელენსკიმ ევროპის საბჭოსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.

მანამდე, ზელენსკი ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპს შეხვდა, რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს პეტრიოტის რაკეტების მიწოდების საკითხს, რომლებიც უკრაინას რუსული თავდასხმებისგან თავის დასაცავად სჭირდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში