დონალდ ტრამპი ნიდერლანდებიდან მერილენდის შტატში, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე ჩავიდა. ჰააგაში ნატოს სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ტრამპის მიერ მოთხოვნილი თავდაცვის ხარჯების გაზრდას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავდასხმისგან ერთმანეთის დაცვის ვალდებულება.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ დამატებითი თანხები აშშ-ში წარმოებულ სამხედრო ტექნიკაზე დაიხარჯება.
ირანზეც ისაუბრა და თქვა, რომ ირანი ვეღარ შეძლებს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუს და განაცხადა, რომ მისი სასამართლო პროცესი უნდა გაუქმდეს.