მასშტაბური საპროტესტო აქცია ბერლინში

28 სექტემბერი 2025, 11:41 94 ნახვა

ბერლინში ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლების პოზიცია გააპროტესტეს. ქუჩაში 60 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ორგანიზატორების განცხადებით, მათი რიცხვი ბევრად მეტი იყო. მომიტინგეები გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეწყვიტოს ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდება.

აღნიშნავდნენ, რომ ღაზის სექტორში პალესტინელების გენოციდი მიმდინარეობს. ბერლინში ასევე შეიკრიბნენ ისრაელის მომხრეებიც. როგორც ცნობილია, გერმანიის ხელისუფლება არ შეუერთდა საფრანგეთს, დიდი ბრიტანეთს, კანადას, ავსტრალიას და სხვა ევროპულ სახელმწიფოების რიცხვის და ამ ეტაპზე უარი თქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისგან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე