ბირთვული მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს შორის

27 ივნისი 2025, 10:13 100 ნახვა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებისთვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის არის ფინანსური დახმარება სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის - ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ბოლო 2 კვირის განმავლობაში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. წყაროს ცნობით, შტატების ყველა წინადადება ირანის მიერ ურანის გამდიდრების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, თეირანი ოფიციალურად უარყოფს შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ამერიკელებთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება აქვთ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში