ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასი თესალონიკის „კოლოსეონის“ თეატრში სპექტაკლით - „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ წარდგა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. საღამო ანშლაგით დასრულდა.
აჭარის კულტურის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების საერთაშორისო არენაზე წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
სპექტაკლი, რომელიც ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით და ალექსანდრე ქანთარიას რეჟისორობით დაიდგა, შემოქმედებითმა დასმა ქართულ სცენაზე არაერთხელ წარადგინა.