საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი.
გიორგი ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე ლაშა დარსალია შეცვალა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა დარსალია საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს.