ეუთოს თავმჯდომარე საქართველოში

14 ოქტომბერი 2025, 19:41 88 ნახვა

საქართველოში ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ელინა ვალტონენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა.

ორი დიპლომატის აუდიენცია მედიისთვის დახურული იყო, განცხადებები კი ბრიფინგზე გაკეთდა. ეუთოს თავმჯდომარე ხვალ საოკუპაციო საზღვრისპირა სოფლებში ჩავა, სწორედ ოკუპაციის თემით დაიწყო ბრიფინგი მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი, მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა  სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და ევროკავშირთან შინაარსიანი, საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას. 

რაც შეეხება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რომელიც ამავდროულად ეუთოს თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ  შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ბოლო თვეებში საქართველოში მიღებულ კანონებსა და მიმდინარე პროცესებზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში