საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
ამ დღეს ტრადიციულად მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. გაიმართა სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, რეწვის ნიმუშების გამოფენა და მოეწყო საბავშვო გასართობი კუთხეც.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.
14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე