რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშს ხარკოვის ოლქზე მსხვერპლი მოჰყვა. კუპიანსკის რაიონის სოფელ ვოლოსკა ბალაკლიაში, დრონის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე, ასევე დაზიანდა კერძო სახლები და მეურნეობები.
რუსეთმა პარალელურად იერიში მიიტანა ხერსონში მდებარე საავადმყოფოზე, რის შედეგადაც რვა ადამიანი - მათ შორის ხუთი პაციენტი და სამი მედდა დაშავდა. საავადმყოფოს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
უკრაინა საპასუხო დარტყმებს ახორციელებს. კერძოდ, სარატოვში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს. ობიექტზე ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძარი და დაზიანებულია ტექნიკური აღჭურვილობა.