აშშ-მ უკრაინას ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეუჩერა

02 ივლისი 2025, 10:29 149 ნახვა

პენტაგონმა შეაჩერა საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა ზუსტი საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ს მარაგი ძალიან მცირეა. ამის შესახებ დასავლური მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მათი განცხადებით,  ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის დაპირებული ზოგიერთი იარაღის მიწოდება  ბოლო დღეებში შეფერხდა.

პენტაგონის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აწვდიდა ვარიანტებს, რათა გაეგრძელებინა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რუსეთის ომის დასრულების მიზნის შესაბამისად.

რუსეთი, რომელიც უკვე აკონტროლებს უკრაინის დაახლოებით მეხუთედს, აგრძელებს თანდათანობით წინსვლას, ბოლო კვირების განმავლობაში იკავებს პოზიციებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, დონეცკსა და დნეპროპეტროვსკში და აძლიერებს საჰაერო თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი