ახალი ნარკოპოლიტიკა

02 ივლისი 2025, 18:01 93 ნახვა

82 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მთავრობის ინიციატივები, შესაბამისად: მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიას 15 აგვისტოდან სრულად გადაიბარებს სახელმწიფო.

ასევე მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია.

ეს ცვლილება კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. პარლამენტმა ასევე მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას - ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას, გადაზიდვა-გადაგზავნას, რეალიზაციას და კულტივაციას.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი