იუსტიციის მინისტრი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

02 ივლისი 2025, 18:10 109 ნახვა

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოების ხელმძღვანელებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს იუსტიციის სამინისტროს ის ინოვაციური სერვისები, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად, მათ შორის “ბიზნესასისტენტი“, გონიერი კონტრაქტი, აღსრულების სერვისები, სანოტარო მედიაცია, ელექტრონული საფულე და სხვა.

შეხვედრაზე გამართული დისკუსიის ფარგლებში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიიღეს.

საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი