ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა 24 საათში გახდეს ცნობილი 

04 ივლისი 2025, 10:01 108 ნახვა

ისრაელის მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰამასი“ თუ დათანხმდება, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა მომავალ კვირაში ამოქმედდეს.

გავრცელებული ცნობით, მძევლების გათავისუფლების შესახებ ბოლო შეთავაზებაზე „ჰამასის“ პასუხი, რომელიც 24 საათში უნდა გავრცელდეს, შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა აღმოჩნდეს.

მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში ყოფნის დროს ამოქმედდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი