მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

04 ივლისი 2025, 14:13 93 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის,  სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვით გრძელდება. დღეს ეთერ თურაძე და ეკა დავითაძე გამოიკითხებიან. თუმცა ვიდრე მოწმეებს მოუსმენენ, დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა.

კერძოდ, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ, რომ კვალიფიციური ექსპერტის დასკვნა დაერთოს მტკიცებულებათა ნაწილს, ასევე საქმის განხილვის პროცესში სასამართლომ ექიმი-ნერვოლოგი მოიწვიოს. დასკვნა ეხება ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დღებუაძის ლოყის სიწითლესა და ტკივილს.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ რამდენიმე ვიდეო მასალის დამატებით მტკიცებულებათა დართვა  და გაზეთ ბათუმელების  სოც.მენეჯერის მარიამ მუთიძის დასაკითხ პირთა სიაში დამატება მოითხოვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის უფლებადამცველების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომ სისხლის სამართლის საქმეს დაერთოს სამედიცინო ექსპერტის დასკვნა.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს ექსპერტის დაკითხვის შესალებლობა ექნება.

საერთო სსასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მედიას სასამართლო სხდომების გადაღების შესაძლებლობა აღარ აქვს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი