თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია გულ-მკერდის არეში - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს

07 ივლისი 2025, 12:08 740 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ასეთია ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია.

თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. 

საგარეჯოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში