თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია - ლევან რატიანი

08 ივლისი 2025, 19:54 858 ნახვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 

ლევან რატიანის განმარტებით, პაციენტი კონტაქტურია, მას პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა უტარდება. 

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ არის დადებითი დინამიკით. კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს, იმას, რომ ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს - ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები და რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება - კონტაქტურია, ადეკვატურია. ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით",- აცხადებს ლევან რატიანი.

 
რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში