კანადის პრემიერი დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან იმპროტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფებს ეხმაურება. მარკ კარნის განცხადებით, მისი მთავრობა აშშ-თან მოლაპარაკებებში კანადელი დასაქმებულებისა და ბიზნესების დაცვას განაგრძობს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ასეთივე პოლიტიკას განაგრძობენ პირველი აგვისტოს ვადამდე მუშაობისას.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ აშშ-ში ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი აგვისტოდან 35%-იან ტარიფს დააწესებს.