ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები

11 ივლისი 2025, 17:56 87 ნახვა

ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ გზავნილებს შეიცავს, კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტში ტყუილებია ასახული. საპირისპიროს ამბობენ ოპოზიციაში.

აქ მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას სანქციები მოჰყვება. მათთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, განსაკუთრებული შეფასებების თემაა ჩანაწერი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების საკითხს ეხება.

გახარიას გუნდში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის ფარგლებს გარეთ მოწოდებები ვერ იმოქმედებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია მოახლოებულ არჩევნებზე, გაუარესებულ სამართლებრივ გარემოზე, დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დასანქცირებაზე.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის გაგრძელების აუცილებლობა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში