უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირსა და აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური ტერორის მასშტაბები აჩვენებს მოსკოვისთვის ნავთობის შემოსავლების ჩამორთმევის აუცილებლობას, რასაც ის ომის დანაშაულებად აქცევს.
მინისტრი აღნიშნავს, რომ პარტნიორების ინტერესშია რაც შეიძლება მალე დაარტყან რუსულ ტერორის ქარხანას. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ამერიკის მხრიდან დადებით სიგნალზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნა,ს რომ ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან „უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები“ მიიღო. მისი თქმით, ასევე მოსალოდნელია თავდაცვითი პაკეტები და ევროპული ქვეყნების მხრიდან გადაწყვეტილებები სანქციების თაობაზე.