კელოგმა კიევში პატივი სცა ომში დაღუპულთა ხსოვნას

15 ივლისი 2025, 11:40 94 ნახვა

უკრაინაში ვიზიტის დროს, კიტ კელოგმა, ყვავილებით  შეამკო ომში დაღუპულთა ხსოვნის კედელი. ორშაბათს, კელოგი შეხვდა პრეზიდენტ  ზელენსკის. შეხვედრაზე  განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და კიევის მიერ ევროპული დახმარებით იარაღის შეძენა. შეხვედრა დონალდ ტრამპის განცხადებამდე გაიმართა, რომელმაც უკრაინისთვის რაკეტებისა და სხვა შეიარაღების მიწოდების ახალი ტალღა დაანონსა. ტრამპმა, რომელმაც პრეზიდენტობის მეორე ვადა რუსეთთან უფრო შემრიგებლური მიდგომით დაიწყო, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ იმედგაცრუება გამოხატა, რადგან მოსკოვმა გააძლიერა საჰაერო დარტყმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი