სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ, წერილს უგზავნის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს. წერილში ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს შექმნილ "უკიდურესად შემაშფოთებელ შიდაპოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოვლენებზე“, რომელთა წინაშეც დგას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. ყოფილი პრეზიდენტის ღია წერილს „მაკეინის ინსტიტუტის|“ გზავნილი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ.