ცნობილია ლოს-ანჟელესის 2028 ოლიმპიადის თამაშების განრიგი

16 ივლისი 2025, 11:35 89 ნახვა

გამოქვეყნდა ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების განრიგი. 12 ივლისს გაიმართება პირველი საკვალიფიკაციო სტარტები: ბალახის ჰოკეიში, რაგბი შვიდში, კალათბურთში, წყალბურთში, ხელბურთში, კრიკეტსა და ფეხბურთში. პირველ მედლებს გაათამაშებენ 15 ივლისს ტრიატლონში. ასევე, ამ დღეს ჩემპიონები გაირკვევა ფარიკაობაში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, რაგბი 7-ში, ტყვიის სროლასა და ნიჩბოსნობის სლალომში. ბოლო სათამაშო დღე იქნება 30 ივლისი. თამაშების ბოლო ჩემპიონები გამოვლინდებიან კრივში, ჭიდაობაში, მძლეოსნობაში, ველოსპორტში, ცურვაში, ფრენბურთსა და კალათბურთში. გახსნის ცერემონია გაიმართება 14 ივლისს, ოლიმპიადა დაიხურება 31 ივლისს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი