პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, კოლუმბიაში ვიზიტის დროს, ჰააგის ჯგუფის სახელმწიფოთა ბლოკს მოუწოდა, გაწყვიტონ ისრაელთან ეკონომიკური კავშირები. ალბანეზე ბოგოტაში ჰააგის ჯგუფის წევრი 32 ქვეყნის წარმომადგენელთა ორდღიან საგანგებო კონფერენციას ესწრება.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის თქმით, „პალესტინის საკითხში არავინაა სუფთა ხელებით და ეს არ ხდება სახელმწიფოების ცუდი განზრახვების გამო, არამედ გლობალური სამყაროს ურთიერთდაკავშირებულობის გამო“ და მოუწოდა ჰააგის ჯგუფის წევრებს, „შეწყვიტონ ისრაელისთვის ქვანახშირის და სხვა ნედლეულისა და რესურსების მიწოდება.“