ბათუმში გაგარინის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს ხახულისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის რეაბილიტაციას, მოეწყობა გარეგანათების ქსელი და საპარკინგე სივრცე. უკვე დასრულდა სანიაღვრე არხების და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები მომავალი წლის მარტში უნდა დასრულდეს. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს აღემატება.