ისლანდიაში ვულკანი გააქტიურდა

16 ივლისი 2025, 14:23 151 ნახვა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ვულკანმა ამოფრქვევა დღეს ღამით რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ქალაქ გრინდავიკის ახლოს, სუნდჰნუკის კრატერიდან დაიწყო. ამ დროისთვის ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება.

ეს შედარებით მცირე მასშტაბის ამოფრქვევა იყო - ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში. პოლიციის განცხადებით, ქალაქ გრინდავიკიდან და ცნობილი გეოთერმული კურორტიდან  ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. დედაქალაქ რეიკიავიკში კეფლავიკის აეროპორტში ფრენები არ შეფერხებულა.  ეს 2021 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის მე-12 შემთხვევაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი