ჯარის ბანაკი

19 ივლისი 2025, 10:19 97 ნახვა

„ჯარის ბანაკი“ - ასე hქვია თავდაცვის სამინისტროს პროექტს, რომელიც ბანაკი მოსწავლეებს ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ ღონისძიებას სთავაზობს. მეხუთე როტაციის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთისა და აჭარის რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს. საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო მომზადებების გარდა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ერთი დღე სამთო მომზადებას დაეთმო.

მოსწავლეებმა ინსტრუქტორების მეთვალყურეობით ხელოვნურ კლდეზე ცოცვის, თოკზე დაშვებისა და ავსტრალიური დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს, მოგვიანებით კი, ოცეულებს შორის ხელოვნურ კლდეზე ცოცვაში შეჯიბრი გაიმართა.

ინსტრუქტორებმა ბანაკის მონაწილეებს სამთო აღჭურვილობა და ინვენტარი, მათი ფუნქცია და მოხმარების წესებიც გააცნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პროექტს - „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია ახორციელებს. მიმდინარე წელს „ჯარის ბანაკში“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში