საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, – შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის სოციალურ გვერდზე ვრცელდება.
როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე.
„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის თავის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ მისი გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე“, – წერია ევროპარლამენტის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ პოსტში.