„ლამანჩელი“ - სპექტაკლი მსჯავრდებულების მონაწილეობით

20 ივლისი 2025, 10:09 105 ნახვა

მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „ლამანჩელი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ლამანჩელი“ გაიმართა.

წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით.

კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი