ირაკლი კობახიძის წერილი და გამოხმაურებები

21 ივლისი 2025, 15:05 158 ნახვა

„დიპ სტეიტის“ პროპაგანდა ქართულ პოლიტიკაში - ამ შინაარსის განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს და  „დიპ სტეიტის“ კამპანიაში მონაწილე მხარეებს ამხელს.

ირაკლი კობახიძე წერს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა.

მოჰყავს ამერიკის, საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითები, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია. 

რაც შეეხება საქართველოს, პრემიერის თქმით, მსგავს კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული  ჰყავს როგორც ადგილობრივი  ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ,,მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები“.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი