საკრებულოს სხდომა ქობულეთში

22 ივლისი 2025, 14:14 138 ნახვა

ქობულეთში საკრებულოს სხდომა გაიმართა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც  შეიქმნა "ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო", რომელიც აქამდე "გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოს" სახელით არსებობდა.

ასევე  მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურმა წარადგინა მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის  განაშენიანების რეგულირების გეგმა.

პროექტის მიხედვით, აღმაშენებლის ქუჩაზე აშენდება მრავალფუნქციური საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის ობიექტები, რომელსაც როგორც რეკრეაციული, ისე საპარკინგე სივრცეები ექნება.

საკრებულოს სხდომებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი