გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია, საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

23 ივლისი 2025, 16:17 88 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია, პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

მათივე ცნობით, გეკა გელაძემ კურსდამთავრებულებს პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულება მიულოცა, სერთიფიცირებულ ოფიცრებს პოლიციელის პროფესიის არჩევისთვის მადლობა გადაუხადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს - შალვა თადუმაძეს, უმასპინძლა აკადემიის რექტორმა - ლელა ჩიქოვანმა, რომელმაც მათ დეტალურად გააცნო სასწავლო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამართალდამცავთა პროფესიული მომზადების პროგრამები, თანამედროვე სასწავლო მიდგომები, რაც ეფექტიანი სისტემური სწავლების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აკადემიის რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწავლების პროცესში მეცნიერულ-ტექნიკური და მაღალტექნოლოგიური რესურსების ინტეგრაციაზე და იმ სტანდარტებზე, რომლებიც სამართალდაცვით სფეროში არსებულ გამოწვევებზე მორგებული კადრების ჩამოყალიბებას ემსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, გეკა გელაძემ, თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა, ასევე, მოინახულა დახურული, ნახევრად ღია და ვირტუალური ტირი, სადაც მსმენელები ოპერატიული რეაგირების უნარების გაძლიერებისათვის განკუთვნილ პრაქტიკულ მომზადებას გადიან.

ასევე, გეკა გელაძემ, შსს-ს აკადემიის არქივის მიერ დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტების საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სიმულაციურ სწავლებასა და კურსანტთა ფიზიკური მომზადების კურსს დაესწრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში