შეხვედრა ახალგაზრდებთან

27 ივლისი 2025, 14:36 128 ნახვა

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი პარტიის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა.
 

პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფორმატის არაფორმალური შეხვედრები ახალგაზრდებთან კომუნიკაციის გაღრმავებას, ინიციატივებისა და იდეების გაცვლას ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო ხასიათის ლექცია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ისტორიასა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას მიეძღვნა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში