წრიული რბოლების ეროვნულ ჩემპიონატი გაიმართა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ტურნირში, რომელიც რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა, მონაწილეობდა 26 მრბოლელი, აქედან ხუთი პროფესიონალი მოტომრბოლელი და 21 ავტომრბოლელი. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პირველი ეტაპის პირველი რბოლის გამარჯვებული სანდრო ქაჯაია გახდა, მეორე რბოლის სანდრო თავართქილაძე, ხოლო მოტორბოლის გამარჯვებული დავით რობანიშვილი გახდა. ღონისძიების გახნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა. საქართველოს წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.