კონსტანტინე ქვაჩაკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

28 ივლისი 2025, 12:16 111 ნახვა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში