„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო, კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ - მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2025, 13:55 221 ნახვა

„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს, არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს... „ინტერესით კვდებიან” ვის დაასახელებს მმართველი პარტია. მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის” ქართან ფლირტი გადაწყვიტეს. არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“ - წერს მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში