არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის კანონზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთ უკრაინის ომზე და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე.