მოსალოდნელი სიცხეები და რეკომენდაციები

28 ივლისი 2025, 14:35 532 ნახვა

მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს, კონკრეტულად სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია 37-38 გრადუსი, თუმცა  ტენიანობის გამო ტემპერატურის შეგრძნება იქნება უფრო მაღალი. ტემპერატურა შესაძლოა 39-40 გრადუსამდე გაიზარდოს მაღალმთიან რეგიონებშიც.

მომატებული სიცხის გამო, გაზრდილია ხანძრების რისკიც, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, გვირჩევენ, რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, ვატაროთ ღია ფერის, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, მოვერიდოთ მზის ქვეშ ყოფნას ასევე დავიცვათ საკვების გამოყენების ვადა და შენახვის პირობები, ვინაიდან მაღალი სიცხის  დროს საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევები და დიარეით მიმდინარე ნაწლავური ინფექციები იმატებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში